26 ივნისი 2019,   21:48
ვრცლად
"ბიჭები არიან დაჭრილები... ესენი ჩვენს შვილებს არ დაინდობენ" - პანკისის ხეობაში მიმდინარე აქციის მონაწილეები

პანკისის ხეობაში ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. შს მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე ადგილობრივებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. 

ადგილობრივები კი აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ ძალისმიერი მეთოდების გამოყენების ნაცვლად, უნდა ისაუბროს ჰესის საკითხზე და სრულფასოვანი ინფორმაცია მიაწოდოს მათ. 

"ბიჭები არიან დაჭრილები, გადაყვანილები არიან. ხელისუფლების ნაკლები კომუნიკაცია მოსახლეობასთან, არასწორმა ინფორმაციამ გამოიწვია ეს შეკრება. ჩვენ საკმარისად დავკარგეთ ჩვენი შვილები. ესენი ჩვენს შვილებს არ დაინდობენ,"-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები, ლეილა აჭიშვილი. 

იგი ასევე ამბობს, რომ იმყოფებოდა შეხვედრაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ შედგა მაია ცქიტიშვილთან, ლევან დავითაშვილთან და ნათია თურნავასთან.​ ადგილობრივები ითხოვენ რომ მათ მიაწოდონ სრულყოფილი ინფორმაცია.  

"სპეცნაზის შემოყვანას ძალიან უხეშად დაინახავს მთელი მსოფლიო და რუსეთი დაინახავს ძალიან უხეშად. -აცხადებს ლეილა აჭიშვილი.

დღის ამბები