26 ივნისი 2019,   22:42
ვრცლად
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პანკისის ხეობაში - ადგილობრივებმა სამართალდამცველებს ქვები ესროლეს

მ წუთებში პანკისის ხეობაში ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა.  მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფები იმყოფებიან. ადგილობრივებმა მათ ქვები დაუშინეს. დაშავებულია 3 პირი, მათგან 2 ჰოსპიტალიზირებულია.

პანკისელების თქით, ხელისუფლებამ ისინი მოატყუა, როცა ხეობაში ჩავიდა და დაჰპირდა, რომ ჰესების საკითხზე სხვადსხვა სამინისტროებთან თბილისში მოლაპარაკებები გაიმართებოდა. როგორც ისინი აცხადებენ, ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ.

Image may contain: sky and outdoor"კურიერმა" პანკისის ხეობისკენ მიმავალ გზაზე, სპეციალური ტექნიკა გადაიღო, რომელიც დემონსტრაციების წყლის ჭავლით დასაშლელად გამოიყენება.   

რამდენიმე დღის წინ პანკისში იმყოფებოდნენ, მაია ცქიტიშვილი, ლევან დავითაშვილი და ნათია თურნავა.

დღის ამბები