24 სექტემბერი 2019,   12:34
ვრცლად
"დავინახე სასოწარკვეთა" - მიხეილ სააკაშვილი ბერლინში ემიგრანტებს ხვდება

მოძრაობის ერთად სახლშის წევრები ბერლინში შეხვედრას მართავენ. ემიგრანტები საქართველოს მესამე პრეზიდენტს ხვდებიან.

მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს იმ ვითარების შესახებ უყვება, რაც მან საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში ქართველებთან შეხვედრის დროს ნახა, სადაც საქართველოს მოქალაქეები კარვებში ცხოვრობენ.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოში მძიმე ვითარებაა შექმნილი და ამის გამო, მოქალაქეებს სამშობლოს დატოვება უწევთ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, მას შემდეგ რაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, საქართველო მილიონამდე ადამიანმა დატოვა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, გადასადგმელი ნაბიჯები კი - ბევრი.

„ის, რაც მე ვნახე, ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ მდგომარეობაში ვნახავდი ქართველებს. რამდენიმე ათეული კარავია, ასეა მთელ საფრანგეთში, ბევრ ქალაქში. როგორც ჩანს, ეს გადაედება შვედეთს, შეიძლება გერმანიასაც, მაგრამ საფრანგეთში რამდენიმე ათეული კარავი, რაც ვნახე, ქართველები ცხოვრობენ სრულიად ანტისანიტარიულ პირობებში, ცივა ღამე. აქ არის ხალხი, ვინც გუშინ მუშაობდა ბაგა-ბაღის აღმზრდელად, ექთნად დიდ კლინიკაში, შეიარაღებული ძალების ოფიცერი იყო, ცოტა ხნის წინ პოლიციაში მუშაობდა, სკოლის მასწავლებელი, არის მამა, რომელიც ჩამოყვანილი ჰყავს სამი შვილი და კარავში არიან მამა და სამი მცირე წლოვანი ბავშვი, დედა დარჩა საქართველოში.

„რანაირად მოახერხა ივანიშვილმა, ქართველების გენეტიკური კოდის შეცვლა ასე, ეს ხომ არ არის ჩვეულებრივი რაღაც, რაც ხდება. კიდევ უფრო მაკვირვებს, რეაქცია რაც იყო სოციალურ ქსელებში. ყველა ერთად აკრიტიკებს ამ ხალხს, რომ რატომ ხართ კარვებში, რას გავხართო. მე ვერ შევატყე, რომ ის ხალხი იქ არის პოზისთვის. დავინახე სასოწარკვეთა. არის ქალბატონი, რომელსაც აქვს მეოთხე სტადიის კიბო და ცხოვრობს კარავში. ძალიან ცოტა დრო გვაქვს... 2012 წლის შემდეგ საქართველო მილიონმა ადამიანმა დატოვა. მათ შორის ბოლო 3 წელიწადში დატოვა 800 ათასმა ადამიანმა. გამოდინება, რომელიც ახლა ხდება საქართველოში ხალხის, არ ყოფილა არასდროს საქართველოს ისტორიაში,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები