19 სექტემბერი 2019,   14:19
ვრცლად
"აღნიშული განცხადება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს“ - შსს "ფრესკოს" დამფუძნებლის მოთხოვნას პასუხობს

ფრესკოს დამფუძნებლის მოთხოვნას გახარიას უწყება წერილობით პასუხობს. მიმართვაში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო რეაგირებს დანაშაულის ნიშნების შემცველ შეტყობინებებზე.

„ჩვენი კომპეტენცია იმ ფაქტებზე რეაგირებაა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ითვლება დანაშაულად. აღნიშული განცხადება კი არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს,“ - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ვასილ სოფრომაძემ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას, ღია წერილით მიმართა. სოფრომაძე ითხოვს, დროულად გამოიძიონ მის წინააღმდეგ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანია სოციალურ ქსელებში.

ფრესკოს დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ დამამცირებელი და ღირსების შემლახავი პოსტები არ წყდება მას შემდეგ, რაც მან პოლიტიკური მიმართვა გამოაქვეყნა. მისი თქმით, გამოძიება წინ არ მიდის და არც ცილისმწამებლური პოსტების რაოდენობა იკლებს.

ვასილ სოფრომაძე გიორგი გახარიას სთხოვს, პირადად ჩაერთოს გამოძიებაში და შედეგები საზოგადოებას მოახსენოს.

დღის ამბები