18 ივნისი 2019,   19:02
ვრცლად
ხელისუფლება იმიტომ უჭერს მხარს ქიბარ ხალვაშს, რომ პოლიტიკურად აწყობს „რუსთავი 2-ის“ ხელში ჩაგდება - ნინო დანელია

ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“ ყოფილ მესაკუთრეებს უნდა დაუბრუნდეს, მედიაექსპერტები ეხმაურებიან. მათი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, რომ დამოუკიდებელი მედია ხელში ჩაიგდოს. 

მედიამკვლევარების შეფასებით, თუ მმართველი გუნდი სტრასბურგის სასამართლოს გვერდის ავლით, შეეცდება ნაბიჯების გადადგმას, ეს იქნება სერიოზული დარტყმა დემოკრატიაზე. 

ნინო დანელია მიიჩნევს, რომ ქიბარ ხალვაში იყო მხარე, რომელმაც ტელევიზია მის კანონიერ მფლობელებს წაართვა. 

„თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ გვერდი აუარონ სტრასბურგის გადაწყვეტილებას და აქ დაიწყონ დამოუკიდებელი პროცესები, არ დაელოდონ ამ გადაწყვეტილებას და დაიწყონ აღსრულება, ეს იქნება პირველი ნიშანი იმისა, რომ ისინი ღიად იწყებენ პროცეს „რუსთავი 2-ის“ ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით... სწორედ ის არის პრობლემური ამბავი, რომ ხელისუფლება იმიტომ უჭერს მხარს ქიბარ ხალვაშს, რომ პოლიტიკურად აწყობს „რუსთავი 2-ის“ ხელში ჩაგდება,“- განაცხადა მასკომუნიკაციის დოქტორმა, ნინო დანელიამ.

მედიის წარმომადგენლების აზრით, დამოუკიდებელი ტელეკომპანიის არსებობა ქვეყანაში აუცილებელია. 

„ეს არის საკმაოდ რისკის შემცველი, თუ ამას მოჰყვება ნაბიჯები იმ მიმართულებით, რომ ჩვენი სასამართლოს მიხედვით ვიმოქმედებთ „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით. თუ ასე წავა საქმე, ეს იქნება სერიოზული დარტყმა, მძიმე შედეგებით, მძიმე სურათი გვექნება,“ - განაცხადა „საქართველოს პრესის ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ლაშა ტუღუშმა.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები