26 ივნისი 2019,   21:56
ვრცლად
ვარკეთილში "ლიბერთი ბანკი" დააყაჩაღეს - დაჭრილია ორი ადამიანი 

თბილისში, ვარკეთილში "ლიბერთი ბანკი" დააყაჩაღეს. "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, ისმოდა სროლის ხმა, დაჭრილია ბანკის ორი თანამშრომელი. 

შემთხვევა ცოტა ხნის წინ სუხიშვილის ქუჩაზე, 310-ე კორპუსთან მდებარე "ლიბერთი ბანკის" ფილიალში მოხდა. უცნობია შეძლეს თუ არა თავდამსხმელებმა თანხის წაღება.  ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

"ვიცი რომ გაიტანეს ბანკი, მეტი არაფერი ვიცი,"-ამბობენ თვითმხილველები. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაჭრის ფაქტს არ ადასტურებენ, თუმცა "ამტელის" კლინიკაში "რუსთავი2"-ს უთხრეს, რომ ამ წუთებში ორი ადამიანი სხვადასხვა დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადებს, კლინიკაში გადაჰყავთ. 

 

დღის ამბები