17 ივნისი 2019,   18:39
ვრცლად
მგზავრებს ვაგონები დააცლევინეს - სამგორიდან ვარკეთილის მიმართულებით მეტროს გადაადგილება შეჩერებულია

მორიგი შეფერხება მეტროსადგურზე - ისნის მეტროში მგზავრებს ვაგონები დააცლევინეს. მიზეზი ამჯერადაც ტექნიკური გაუმართაობაა. 

როგორც "რუსთავი2"-ს სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ტექნიკური შეფერხება 22:00 საათისთვის დაფიქსირდა. ხარვეზის გამო მატარებელი მგზავრებისგან დაიცალა და შესამოწმებლად ჩიხში შევიდა. 

ამ ეტაპისთვის სამგორიდან ვარკეთილის მიმართულებით მეტროს გადაადგილება შეჩერებულია. 

მატარებლები მოძრაობენ ისნიდან სამასი არაგველის მიმართულებით. 

როდის აღდგება მეტროს გადაადგილება სამგორიდან ვარკეთილის მიმართულებით, ჯერჯერობით უცნობია. 

დღის ამბები