26 ივნისი 2019,   21:48
ვრცლად
პრემიერს მოუწევს ახსნას, რატომ გაუშვა გიორგი ქობულია... დარწმუნებული ვარ, მხოლოდ უცნაური გამონათქვამების გამო არ შეცვლიდნენ - გოგიჩაიშვილი

პრემიერს მოუწევს ახსნას, რატომ გაუშვა გიორგი ქობულია - ეს განცხადება, პარლამენტის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით გააკეთა.

ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ მინისტრის გადადგომის მთავარი მიზეზი მის მიერ გაკეთებული განცხადებები არ არის.

„პრემიერ-მინისტრს მოუწევს ძალიან კარგად ახსნას, ჩვენთვის, დეპუტატებისთვის, საზოგადოებისთვის, რატომ გაუშვა გიორგი ქობულია. მე დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ იმ უცნაური გამონათქვამების გამო არ შეცვლიდნენ დიდი თანამდებობის პირს, ეკონომიკის მინისტრს, იმიტომ, რომ მაგაზე უარეს სისულელეებს საუბრობს ძალიან ბევრი თანამდებობის პირი, ძალიან ბევრი პოლიტიკოსი და უფრო მეტ შეცდომებს უშვებს პოლიტიკური თვალსაზრისით,“ - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრი, გიორგი ქობულია გადადგა. ინფორმაცია ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრს, გიორგი ქობულიას გადადგომა აიძულეს.

ქობულია გადადგომასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას სავარაუდოდ, დღეს გააკეთებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები