26 ივნისი 2019,   22:23
ვრცლად
მილიონზე მეტი ღირებულების ქონება, რომელიც ქართველ დიდგვაროვანს ეკუთვნის - მეფე დედოფლისთვის არაფრის გაყოფას არ აპირებს

გრუზინსკებისა და მუხრანელების სამართლებრივ დავას მალე სასამართლო წერტილს დაუსვამს. 8 მაისს, საქალაქო სასამართლო გამოაცხადებს გადაწყვეტილებას, უნდა გაუნაწილოს თუ არა დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ყოფილ ცოლს, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის, ერთად შეძენილი ქონების ნაწილი.

„პორშე კაიანი“, „მერსედეს ჯიელი“ და „X5“- ეს ის ქონებაა, რომელიც დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა მაშინ შეიძინა, როდესაც ის და ანა-ბაგრატიონ გრუზინსკი სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებოდნენ.

ქონების ფასის ნახევარი, 90 000 ლარია, მოსარჩელე ავტომანქანების საბაზრო ღირებულების თანაბრად გაყოფას ითხოვს. 

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი, რომელიც ბოლო 3 კვირაა მადრიდში იმყოფება, ყოფილი ცოლისთვის არაფრის მიცემას არ აპირებს. მისი ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ყველა ავტომობილს სასამართლო დავით ბაგრატიონ-მუხრანელს დაუტოვებს.

მოსარჩელეს, ამ სამოქალაქო დავაში შეეძლო, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის სახელზე არსებული და თანაცხოვრების დროს შეძენილ ქონებაზეც ჰქონოდა პრეტენზია. 

"კურიერმა" ასევე გაარკვია რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის საკუთრებაშია ორ სართულიანი, 350 კვადრატული მეტრი სახლი საგურამოში, 3 000 კვადრატული ეზოთი. 100 ათასი კვადრატული მეტრი მიწა სოფელ მუხრანში და ფეშენებელურ აპარტამენტები თბილისის ყველაზე ძვირადღირებულ საცხოვრებელ კომპლექსში.

მხოლოდ „ქინგ დეივიდის“ რეზიდენციაში, 127 კვადრატული აპარტამენტების საბაზრო ღირებულება 700 ათას ლარზე მეტია, ჯამში მილიონზე უფრო მეტი ღირს ქონება, რომელიც ქართველ დიდგვაროვანს ეკუთვნის.

თუმცა, დოკუმენტებით დგინდება, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრან ბატონიშვილმა სახლები მიწები და ბინები ცოტა ხნის წინ ძმის სახელზე გადააფორმა. უგოს დავითმა სახლი საგურამოში გასული წლის 20 აპრილს აჩუქა.

ყველა ის ქონება, რაც ოფიციალურად იძებნება, დიდგვაროვანს საბანკო სესხის გარეშე აქვს შეძენილი. 

დღის ამბები