26 ივნისი 2019,   21:50
ვრცლად
კოლეჯის კორუფციის საქმე - სერიალ "სასოწარკვეთილი დიასახლისების" ვარსკვლავს 10 თვიანი პატიმრობა ემუქრება

სერიალ "სასოწარკვეთილი დიასახლისების" ვარსკვლავს, კოლეჯის კორუფციის საქმეზე 10 თვიანი პატიმრობა ემუქრება. სასჯელის ამ ზომას ფელისიტი ჰაფმანისთვის პროკურატურა ითხოვს.

მსახიობი ერთ-ერთია იმ 33 მშობლიდან, რომლებსაც გამოძიება შვილების პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში მოსაწყობად დანაშაულებრივ შეთქმულებასა და თაღლითობას ედავება.

დანაშაული ბრალდებულებიდან მხოლოდ 13-მა მშობელმა აღიარა, მათ შორისაა ფელისიტი ჰაფმანიც. მსახიობმა სკანდალურ საქმეზე ბოდიშიც კი მოიხადა. კანონის თანახმად ბრალდებულებს 20 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

რატომ მოითხოვა მსახიობისთვის სასჯელის სახით მხოლოდ 20 ათასი დოლარი ჯარიმა და 10 თვიანი პატიმრობა - პროკურატურა არ აკონკრეტებს. მსახიობი სასამართლოში 21 მაისს უნდა გამოცხადდეს.

დღის ამბები