21 აპრილი 2019,   12:08
ვრცლად
ჩვენ ერთად აღვადგენთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს - ემანუელ მაკრონი 

მასშტაბური ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში - მთელი ღამის განმავლობაში ცეცხლმოკიდებულ ნოტრ-დამთან პარიზელები დაჩოქილები ავე მარიას გალობდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოები გახდა. მომხდარზე გამოძიება დაუდევრობის შედეგად ზიანის მიყენების მუხლით არის აღძრული.

ნოტრ-დამთან გვიანობამდე იმყოფებოდა საფრანგეთს პრეზიდენტი. ემანუელ მაკრონმა პარიზის საკათედრო ტაძრის აღდგენის პირობა დადო და სპეციალურ ფონდში თანხის მობილიზება დაანონსა.

"ნორტ-დამი არის ჩვენი ისტორია, ჩვენი ლიტერატურა, ჩვენი სულის ნაწილი. ადგილი, სადაც ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები, ომები, ეპიდემიები თუ გათავისუფლება მიმდინარეობდა. ის ჩვენი ცხოვრების ეპიცენტრს წარმოადგენს. ნოტრ-დამი იწვის და მე ვიცი, რა მწუხარებას და მღელვარებას განიცდის ახლა ბევრი ჩვენი თანამემამულე. თუმცა, დღეს მინდა ასევე ვისაუბრო იმედზე. მოდით ვიამაყოთ, რომ 800 წლის წინ ეს ტაძარი ავაშენეთ და საუკუნეების მანძილზე ის გაფართოვდა და გაუმჯობესდა. დღეს მე დარწმუნებით ვაცხადებ, ჩვენ ერთად აღვადგენთ ნოტრ-დამს,”-განაცხადა მაკრონმა.

მომხდარს საშინელება უწოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. ტაძრის აღდგენაში საფრანგეთს დახმარებას დაპირდა იუნესკო.  მხარდაჭერა ფრანგ ხალხს დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაშიც გამოუცხადეს.

ნოტრ-დამი არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საგანძური. ეს ტაძარი რომელიმე ქვეყანაზე მაღლა დგას, ის ჩვენი კულტურის, ჩვენი ცხოვრების ნაწილია. ის მართლაც დიდი ტაძარია. მე ნამყოფი ვარ და შემიძლია ვთქვა, არ არსებობს მსგავსი საკათედრო ტაძარი მთელს მსოფლიოში. ამ ეტაპზე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი, მაგრამ მიიჩნევენ, რომ ეს იყო სარემონტო სამუშაოები. ეს საშინელი სანახაობაა ",”-განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები