21 აპრილი 2019,   12:04
ვრცლად
გაუფასურებული ლარი - ეკონომისტები მთავრობის და ეროვნული ბანკის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბრობენ 

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6916 ლარია. ექსპერტები არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბრობენ, რომელიც მათი განცხადებით, ლარის გაუფასურებას ხელს უწყობს.

სფეროს ექსპერტები ქვეყანაში მეტი ინვესტიციების მოზიდვისა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის აუცილებლობაზე საუბრობენ.

ანალიტიკოსები მთავრობასთან ერთად, ეროვნული ბანკის პოლიტიკასაც აკრიტიკებენ. ეკონომისტების განცხადებით, რომ არა რეზერვების დაგროვება ქვეყანაში, დოლარის კურსი გაცილებით უფრო დაბალი იქნებოდა.

„პირველ რიგში საქმე გვაქვს არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკასთან. ფაქტი ერთია, შედეგი ერთია, ის, რომ ამ პოლიტიკამ ამდენი წლის მანძილზე შედეგი გამოიღო მხოლოდ ერთი - ეს შედეგი უარყოფითია, უფრო მეტი ადამიანი დაზარალდა, უფრო მეტ ადამიანს გაუჭირდა ცხოვრება და უფრო მეტ ადამიანს გაუძვირდა როგორც სესხი, გაუძვირდა სხვა ტიპის დანახარჯები და ცხოვრებს უფრო უარესად, ვიდრე ცხოვრობდა მანამდე,“-აცხადებს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი.

დღის ამბები