21 აპრილი 2019,   13:13
ვრცლად
ირაკლი კვარაცხელიას სასტიკი მკვლელობა - "ემპათია" პროკურატურასა და შს სამინისტროს მიმართავს

ირაკლი კვარაცხელიას სასტიკი მკვლელობიდან ერთი თვის შემდეგ, კითხვები მისი გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით, კვლავ პასუხგაუცემელია.

ოკუპანტების კიდევ ერთი მსხვერპლის საქმეზე ფსიქორეაბილიტაციის ცენტრის "ემპათიას" ხელმძღვანელი დღეს პროკურატურასა და შს სამინისტროს მიმართავს.

ძალოვანი უწყებები ამ დრომდე არ ასაჯაროებენ ინფორმაციას, რა ეტაპზეა გამოძიება და იდენტიფიცირებულები არიან თუ არა დამნაშავეები. სწორედ ეს არის მთავარი კითხვები, რომელზე პასუხებსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათია“ ითხოვს.

ცენტრმა მსგავსი შინაარსის განცხადებით, რუსეთის სახალხო დამცველსაც მიმართა, თუმცა რუსეთი ხელს აფხაზეთის დეფაქტო მთავრობისკენ იშვერს და მკვლელობის დეტალების დადგენაზე პასუხისმგებლობას იხსნის.

ემპათიას“ ხელმძღვანელი სარჩელის შეტანას ევროპის სასამართლოშიც გეგმავს.

„რუსეთის სახალხო დამცველის აპარატიდან მივიღეთ სრულიად არაადეკვატური პასუხი, რომ ჩვენ უნდა მივმართოთ კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში სიკვდილთან დაკავშირებით აფხაზეთის მხარეს. რაც შეეხება მონიტორინგს საპატიმრო დაწესებულებების, რუსეთის სახალხო დამცველი გვპასუხობს, რომ რუსეთის ფედერაცია თურმე არ აწარმოებს ამგვარ მონიტორინგს.

ჩვენ დღეს მივმართავთ აუცილებლად პროკურატურას კიდევ ერთხელ და შს სამინისტროს, რომ მათ მოახდინეს თუ არა რაიმე სახის იდენტიფიცირება დამნაშავე პირების,“-განაცხადა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ ”ემპათიას” დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა.

29 წლის ირაკლი კვარაცხელია ნაბაკევში, რუსულ სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. 

დღის ამბები