17 ივნისი 2019,   18:37
ვრცლად
სავარაუდო ძალადობა ამერიკელ კადეტ ქალზე და მინისტრის ტყუილი - იზორიამ "რუსთავი 2" არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა

თავდაცვის სამინისტროს მორიგი სკანდალი - ლევან იზორიამ, რომელიც შეეცადა „რუსთავი ორი“ ფაქტების ფალსიფიცირებაში დაედანაშაულებინა, დღეს საგანგებო პრესკონფერენციაზე რამდენჯერმე მოიტყუა. იზორიას განცხადების საპირისპიროდ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, რომ თავდაცვის აკადემიაში ამერიკელ კადეტზე ძალადობა განხორციელდა, ამას ადასტურებს საელჩოს ოფიციალურ განცხადებაც, რომელშიც ნათქვამია რომ ფაქტს ქართველ კოლეგებთან ერთად, შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი იკვლევს, თუმცა ეს იზორიამ დამალა, ისევე როგორც გაექცა ბევრ უხერხულ შეკითხვაზე პასუხის გაცემასაც, მათ შორის როგორ მოხვდა საზეიმო მიღებაზე ალკოჰოლური სასმელი. ანონიმურმა წყარომ კი "კურიერს" მიაწოდა ინფორმაცია, რომ რესტორანში სასმელის დიდი რაოდენობა თავად აკადემიის ხელმძღვანელობამ მიიტანა.

რეპორტაჟი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ 20 წლის ამერიკელმა  კადეტმა ძალადობის გამო იჩივლა "შაბათის კურიერში" გავიდა.

ნინო გეწაძე, რომელიც თავდაცვის აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, ადასტურებს, რომ ამერიკელმა იუნკერმა ნამდვილად იჩივლა, დაასახელა პირი, ვინც მასზე ძალადობა განახორციელა და ადგილი, სადაც ფაქტი მოხდა, აკადემიის ერთ ერთი ჩაბნელებული საკლასო ოთახი. ამ ინტერვიუს მიუხედავად თავდაცვის სამინისტრო შეეცადა საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ ინფორმაცია, რომელსაც თავდაცვის აკადემიის მაღალჩინოსანი ადასტურებდა "რუსთავი 2"- მა მოიგონა.

ამავე თემაზე
დღის ამბები