17 ივნისი 2019,   19:39
ვრცლად
მდარე ჭორი - მმართველი გუნდი კობახიძის მიერ ივანიშვილის მოტყუებაზე ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებებს ეხმაურება

მდარე ჭორები, რომელიც ემსახურება იმას, რომ საზოგადოება იყოს შეცდომაში შეყვანილი-ასეთია სპარლამენტო უმრავლესობის პასუხი ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებაზე. დღეს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ვატო შაქარაშვილმა ირაკლი კობახიძე გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მან პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის მოატყუა და არჩევნების პირველი ტური აზეიმა, რის გამოც ის უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მაშინ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ პრობლემას, რაც მმართველმა გუნდმა აღიარა კიდეც. დეპუტატის თქმით, მისთვის გაუგებარია რატომ ხდება ახლა ამ ფაქტის წამოწევა.

“ყურის აწევას რაც შეეხება, აი ძალიან სამწუხაროა, რომ ქალაქში ყველაზე მდარე ჭორი, რომ გავრცელდება ხოლმე და მერე ამას ვინმე ტელეკამერის წინ, რომ გაიმეორებს ხოლმე, ეს არის ძალიან ცუდი. ბოდიშის მოხდის არ იყოს. მეორე, არითმეტიკასთან ირაკლი კობახიძე რა შუაშია მართლა ვერ ვხდები. მან გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელიც არ დაემთხვა ობიექტურ სინამდვილეს და ირაკლი კობახიძე რა შუაშია აბა, მაინტერესებს? იქ იყო რაღაც პრობლემები როგორც შემდეგ აგვიხსნეს მეთოდოლოგიაში  და ა.შ. და ეს იყო უხერხული მომენტი რომელიც ვთქვით განსხვავებით ნაც. მოძრაობისგან და ჩვენი ბევრი ოპონენტისგან ჩვენ შეცდომებზე ვამბობთ რომ ეს შეცდომაა. უხერხულ მომენტებზე ვამბობთ, რომ ეს უხერხული მომენტია. არასწორ ინფორმაციაზე ვამბობთ, რომ ეს არის არასწორი ინფორმაცია,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შაქარიშვილის განცხადებას ჭორაობას უწოდებს აკაკი ზოიძეც, რომელიც ამბობს, რომ წარსულ მოვლენებზე ახლა კომენტარის გაკეთება არ სურს.

„ესეთი ჭორაობისგან თავს შევიკავებ. შეცდომა იყო გასაგებია, მაგრამ ვისი შეცდომა იყო, რა იყო, წასული თემა არის არ გვინდა კომენტარის გაკეთება,“-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ლევან კობერიძე კი პასუხისმგებლობას იმ პირს აკისრებს, ვისაც საარჩევნო კამპანია ებარა. 

„მე ვფიქრობ, რომ პარტიის თავმჯდომარეს უნდა ჰკითხოთ ეს, ვის აკისრებს პასუხისმგებლობას,“-განაცხადა ლევან კობერიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები