21 აპრილი 2019,   12:32
ვრცლად
"ქართული ოცნება" არის დღეს მურუსიძის სასამართლოს დაკანონების ეტაპზე - იურიდიული კომიტეტის სხდომა დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა

უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა იურიდიულ კომიტეტში, ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. 7-საათიანი განხილვის შემდეგ, კომიტეტმა მეორე მოსმენით კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა მწვავე კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან. „ევროპული საქართველოს“ წევრიs, ოთარ კახიძის განცხადებით, "ქართული ოცნება" მურუსიძის სასამართლოს დაკანონების ეტაპზეა.

„ქართული ოცნება" არის დღეს მურუსიძის სასამართლოს დაკანონების ეტაპზე. მათ სურთ რომ უზენაესი სასამართლო საბოლოოდ გადაუფორმონ მურუსიძის კლანს, რომელიც ერთგულად და მორჩილად შეასრულებს ივანიშვილის მითითებებს. ეს არის მთავარი საკითხი და ამას ცდილობს "ქართული ოცნების" უმრავლესობა, რომ სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო კი არ შესთავაზოს საზოგადოებას, არამედ ივანიშვილზე დამოკიდებული სასამართლო, რომელიც ნებისმიერი დაკვეთას არჩევნებთან დაკავშირებით, მედიასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ ოპონენტებთან დაკავშირებით, კორუფციასთან დაკავშირებით ამ დაკვეთებს შეუსრულებს,“-განაცხადა ოთარ კახიძემ.

კანონპროექტის განხილვის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა ენმ-ს წევრმაც. თინა ბოკუჩავამ "ქართული ოცნება" ტყუილში დაადანაშაულა. მისი თქმით, დაპირების მიუხედავად მმართველმა გუნდმა არ დაიცადა ვენეციის კომისიის დასკვნამდე და მეორე მოსმენით კენჭი უყარა მურუსიძე-ჩინჩალაძის დაკანონების კანონპროექტს.

Related image„ის, რომ ეს პროცესი იყო სრული ფორმალობა, დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა იმიტომ, რომ კომიტეტზე გადაწყვიტა "ქართულმა ოცნებამ" გაიტანოს მეორე მოსმენით აღნიშნული კანონპროექტი ისე, რომ არ დაელოდოს ვენეციის კომისიას. ანუ კიდევ ერთხელ საკუთარ დაპირებასაც კი იმასთან დაკავშირებით, რომ მეორე მოსმენით არ განიხილებოდა ეს კანონპროექტი, არღვევს "ქართული ოცნება" ძალიან  ურცხვად და თან ტყუის საკუთარ დაპირებებთან დაკავშირებით. რაც სიახლე არ არის "ქართული ოცნებისთვის" და კიდევ ერთხელ ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხს, სადაც რეალურად უნდა გადაწყდეს ჩვენი მართლმსაჯულების  მდგომარეობა არა დRეს და ხვალ, არამედ მომავალი 30 წლის მანძილზე, "ქართული ოცნება"  ასე უტიფრად აკანონებს მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს,“-განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები