27 ივნისი 2019,   15:04
ვრცლად
ტაქსის მძღოლების პროტესტი - მასშტაბური აქცია 18 აპრილს დაიგეგმა 

ტაქსის მძღოლების პროტესტი გრძელდება. ისინი 18 აპრილს, ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადებიან. ტაქსის მძღოლების მოთხოვნა უცვლელია, ორი წლით გადაიდოს ის რეგულაციები, რომელიც ტაქსის თეთრ ფერში გადაღებას გულისხმობს.

აქციის მონაწილეები რეგიონში დასაქმებულ ტაქსის მძღოლებს მიმართავენ და მოუწოდებენ, თბილისში, 18 აპრილს დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ.

ვაგზლის მოედანზე შეკრებილ მძღოლებს დღეს „ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენლები შეუერთდნენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მათ იურიდიულ დახმარებას დაჰპირდნენ.

„თუ თბილისში გაუვიდათ ეს მავნე რეგულაციები, შემდგომ რეგიონებში გაავრცელებენ ამ ყოველივეს, რაც გამოიწვევს ათი ათასობით ჩვენი მოქალაქის უმუშევრად დატოვებას, უსახსროდ, უფულოდ, უსასოოდ და ესენი იქნებიან განწირულები. ამიტომ, მოთხოვნა არის სრულიად სამართლიანი, გადაიდოს ყოველგვარი რეგულაცია ტაქსებზე და სანამ არ იქნება დაკმაყოფილებული ეს მოთხოვნები, მანამდე გაგრძელდება მჯდომარე პერმანენტული აქციები. ჩვენ ვიწყებთ საინფორმაციო შეხვედრებს მთელი თბილისის მასშტაბით და დარწმუნებული ვარ ათი ათასობით ადამიანი შემოუერთდება ამ კანონიერ მოთხოვნებს,“- განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა გიორგი გუგავამ.

დღის ამბები