27 ივნისი 2019,   13:59
ვრცლად
უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქობულეთში - ოპოზიცია ხელისუფლებას თანხის გაფლანგვაში ადანაშაულებს 

ოპოზიცია ქობულეთში უხარისხოდ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე და გაფლანგულ მილიონებზე საუბრობს.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, გელაურის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის მოსაწყობად 3 მილიონზე მეტი დაიხარჯა, თუმცა სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა.

პროექტს 5 წლიანი საგარანტიო ვადა ჰქონდა, თუმცა სამუშაოების დასრულდებიდან მალევე მთავარ მაგისტრალურ მილსადენს ხელახალი რეაბილიტაცია დასჭირდა და ამისათვის ბიუჯეტიდან დამატებით 240 ათასი ლარი დაიხარჯა.

ოპოზიციის მტკიცებით, სარეაბილიტაციო სამუშაოებიც უხარისხოდ ჩატარდა და ეს ვიზუალურადაც შესამჩნევია. ისინი შესაბამის უწყებებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

ქობულეთის მერიაში ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფენ.

დღის ამბები