21 აპრილი 2019,   13:05
ვრცლად
ჩემი ცოლის დაქალები და ბაქარი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აღიზიანებს-„ოცნების“ ლიდერმა კინოინდუსტრიის დაფინანსება გადაწყვიტა

ბიძინა ივანიშვილი ქართულ კინოინდუსტრიას დააფინანსებს. ამის შესახებ მან ერთ-ერთ ტელეინტერვიუში ისაუბრა. გადაწყვეტილების მიზეზი კი "რუსთავი 2" და არხზე გასული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალებია,“ რომელიც როგორც აღმოჩნდა ივანიშვილს აღიზიანებს.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით საზოგადოება უყურებს მდარე სერიალებს, რომლის გამოც ის მზად არის, რომ ეროვნული უსაფრთხოების დონეზე განგაშიც კი ატეხოს.  მისი თქმით, დილით იწერება სცენარები და საღამოს ხდება საზოგადოების გამოთაყვანება.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას მალევე გამოეხმაურნენ მისი ყოფილი თანაგუნდელები. ოპონენტები ამბობენ, რომ ბაქარში ბიძინა ივანიშვილმა თავის თავი თვითონ ამოიცნო. 

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს მენტალობის პრობლემები აქვს. ის რასაც ვერ ფლობს და ვერ აკონტროლებს, აღიზიანებს. 

 

დღის ამბები