21 აპრილი 2019,   12:56
ვრცლად
კუპრაძეების სახელმწიფოს დახმარების მოლოდინში-9 სულიანი ოჯახი შიმშილის ზღვარზეა

ხობში მცხოვრები კუპრაძეების 9 სულიანი ოჯახი შიმშილის ზღვარზეა. ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს. მოულოდნელად მათ დახმარება სახელმწიფომ მაშინ შეუჩერა, როდესაც ოჯახი შვილებთან ერთად 20 დღით სოფლიდან გასული იყო.

კუპრაძეები ნახევრად დანგრეულ სახლში ცხოვრობენ.

დაზიანებული სახურავის გამო სახლის კედლები თითქმის დანგრეულია. წვიმის დროს კი ოჯახის უფროსი წევრები სხვენში მორიგეობენ და წყალს ჭურჭელში აგროვებენ. მრავალშვილიანი დედა წლებია დახმარებას ხობის გამგეობას უშედეგოდ სთხოვს. ამბობს რომ ცხოვრებისთვის ელემენტარული პირობები არ გააჩნია და ბავშვები რამეს ბეტონის იატაკზე ათენებენ.

სოციალურად დაუცველი ოჯახი ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დახმარების მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ოჯახს არც სამშენებლო მასალებით დაეხმარა მიუხედავად იმისა რომ ჯერ საკრებულოს შემდეგ კი მერიას განცხადებით არაერთხელ მიმართეს.

სოციალურ სამსახურში კი აცხადებენ რომ დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება კანონიერი იყო, თუმცა ოჯახის დახმარებას სახელმწიფო აპრილის ბოლოდან ისევ განაახლებს.

ავტორი: ემა გოგოხია.

დღის ამბები