24 სექტემბერი 2019,   12:38
ვრცლად
„როდესაც ოლიგარქს დაუდგა საფრთხე, კვლავ მიაკითხა ეკლესიას" - შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს მიმართავს არ ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში

 „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი საპატრიარქოს მოუწოდებს არ ჩაერთოს წინასაარჩევნო კამპანიაში და არ მიიღოს მონაწილეობა „ქართული ოცნების“ საარჩევნო გეგმაში, რომელიც შუალედურ არჩევნებს უკავშირდება. შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ის დაპირებები, რასაც ბიძინა ივანიშვილი ბოლო პერიოდში გასცემს, ამომრჩევლის პირდაპირი მოსყიდვაა და ქველმოქმედებასთან არანაირ კავშირში არაა.

„როდესაც ოლიგარქს დაუდგა რეალური საფრთხე, რომ დაკარგავს პოლიტიკურ ძალაუფლებასა და მილიარდებს, კვლავ მიაკითხა ეკლესიას და აიღო ვალდებულება, რომ მოხატავს სამების საკათედრო ტაძარს. ჩვენ კარგად ვნახეთ ივანიშვილის მოხატული, აფეთქებული,  გადათხრილი საყდრისი და სრულიად საქართველო. მე მოვუწოდებ საპატრიარქოს, უარი თქვით ეშმაკის ვერცხლზე. არ გაუხსნათ მეორე სუნთქვა კრიმინალს, გადამგდებს და ქვეყნის დამაქცეველს,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

დღის ამბები