18 ივნისი 2019,   16:38
ვრცლად
ყოველი ხმა არის მნიშვნელოვანი - გრიგოლ ვაშაძე რუსთავში მოსახლეობას შეხვდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე დღეს რუსთავში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. გრიგოლ ვაშაძემ შეხვედრის მონაწილეებთან, გაერთიანებული ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. რუსთავში გაგრძელდა ასევე ხელმოწერების შეგროვებაც, რომელიც მომავალი საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს

„მიმდინარეობს ეს კამპანია ხელმოწერების შეგროვების რომ შერეული საარჩევნო სისტემიდან ჩვენი სახელმწიფო გადავიდეს მთლიანად პროპორციულ სისტემაზე. 15 აპრილს  ანუ ხვალ იქნება შეჯამება შუალედური ციფრების და დღეს ვხვდებით აქტივს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაველაპარაკოთ, კიდევ ერთხელ შევაფასოთ  ის თუ რა მიღწევები გვაქვს კამპანიის მსვლელობაში და მომავალზე დავილაპარაკოთ იმიტომ, რომ ყოველი ხმა არის მნიშვნელოვანი,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

დღის ამბები