18 ივნისი 2019,   17:07
ვრცლად
„იმ დროს, როცა ქართულ ენას ემუქრებოდა მტერი, ქართველმა ახალგაზრდობამ დაიცვა ქართული ენა"-პატრიარქი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაზე დედა ენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ილია მეორემ ერის ერთიანობაზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ როცა ქართულ ენას მტერი ემუქრებოდა, ახალგაზრდებმა დაიცვეს საკუთარი ენა და ყოველი ასეთი გასაჭირის დროს ხალხის ერთობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„იმ დროს როცა, ქართულ ენას ემუქრებოდა მტერი, ქართველმა ახალგაზრდობამ დაიცვა ქართული ენა. ჩვენ ბედნიერი ვართ იმით, რომ როცა საშიშროება ელოდება ჩვენს ხალხს, ჩვენ ვერთიანდებით. ეს ერთიანობა დღეს განსაკუთრებით გვჭირდება. ღმერთმა მოგვცეს ერთი სული და ერთი გული. სამწუხაროდ, ხდება რომ ქართველი ხალხი ვერ უგებს ერთმანეთს. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი,“-განაცხადა ილია მეორემ.

დღის ამბები