22 აპრილი 2019,   20:16
ვრცლად
"მას სჭირდება თანადგომა, ხელი უნდა გავუწოდოთ რომ ამოვიდეს" - კობახიძის ცინიკური პასუხი ბესელიას კრიტიკას 

ეკა ბესელიას ერთადერთი პრიორიტეტი ცხოვრებაში ძალაუფლებაა, რაც დაკარგა და ახლა მას ნუგეშის ცემა სჭირდება - ასეთი ცინიზმით პარლამენტის თავმჯდომარე, ყოფილი თანაგუნდელის მწვავე კრიტიკას პასუხობს.

დუმილი კობახიძემ დღეს დაარღვია და თქვა, რომ ძალაუფლების გარეშე დარჩენილი ბესელია ახლა მძიმე დღეშია და დახმარება სჭირდება. 

ირაკლი კობახიძე-ის სურათის შედეგი

„ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი ეკა ბესელიასთან პოლემიკაში შესვლა. პირიქით, მას სჭირდება თანადგომა, ხელი უნდა გავუწოდოთ, რომ ამოვიდეს. არ არის ეს ირონიით ნათქვამი, ის უნდა გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ის არის. მე ეს მანამდეც ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ის არის აღმოჩენილი რთულ მდგომარეობაში. შესაბამისად, მას სჭირდება არა პოლემიკა ჩვენი მხრიდან, არამედ პირიქით, დახმარება და თანადგომა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეკა ბესელიამ დაკარგა ის, რაც მისთვის ყველაზე პრიორიტეტული იყო და ეს არის ძალაუფლება. გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ ეკა ბესელია  და „რუსთავი 2“ ერთობლივ თანამშრომლობაში დაადანაშაულა.

„მას აქვს თავისი პრიორიტეტები ცხოვრებაში, ეს არის ძალაუფლება პირველ რიგში და მან დაკარგა მთავარი, რაც არის მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ემოციურ ფონზე ის აკეთებს არასწორ განცხადებებს. არის ტანდემში, მათ შორის თქვენ ტელევიზიასთან, "რუსთავი 2“-თან. ჩვენ ვნახეთ არა ერთი გადაცემა, რომელიც ერთობლივად მოამზადეს და ეს არის ძალიან მარტივი შეცდომები, რომელიც არის თვალსაჩინო საზოგადოებისთვის,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

დღის ამბები