22 აპრილი 2019,   20:10
ვრცლად
სტოლტენბერგის ვიზიტი - აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი საქართველო-ნატოს შორის თანამშრომლობის საერთაშორისო ფორმატში განხილვას მოითხოვს

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის საერთაშორისო ფორმატში განხილვას მოითხოვს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ნატო საქართველოს წვრთნები საფრთხეს უქმნის ე.წ. რესპუბლიკის ეროვნულ უსაფრთხოებას და მიაჩნიათ, რომ თბილისსა და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანს შორის მიმდინარე აქტიური თანამშრომლობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების განხილვის საგანი უნდა გახდეს.

ოკუპირებულ სოხუმში იენს სტოლტენბერგის გაკეთებულ განცხადებებს, "მორიგ და რიტუალურ განცხადებებს" უწოდებენ, რომელიც თბილისის მილიტარისტულ განწყობას წაახალისებს.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ალიანსთან თანამშრომლობა და სამხედრო პოტენციალის გაზრდა წინააღმდეგობაში მოდის თბილისის მიერ დეკლარირებულ სამშვიდობო პოლიტიკასთან და მათთვის გაუგებარია, რომელ სავარაუდო საფრთხეებზე აპირებს ოფიციალური თბილისი დასავლელ პარტნიორებთან ერთად რეაგირებას.

დღის ამბები