20 ივლისი 2019,   01:27
ვრცლად
კიდევ ერთი ტერიტორია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს შეეწირა - აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო დაიკეტა

აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო დაიკეტა. პაციენტების ნაწილი სახლში, ნაწილი კი სხვადასხვა კლინიკაში გადაანაწილეს. ტერიტორია უკვე ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა და იქ 7 სართულიანი სასტუმრო პარაგრაფის მშენებლობა დაიწყება.  

უნიკალური მიკროკლიმატის ზონის ნაცვლად, აბასთუმნის სასტუმრო სხვა ადგილას, დაბის შესასვლელში შენდება, სადაც წიწვოვანი ტყის მასივის ნაცვლად კლდეა. აბასთუმანში ყველამ იცის, რომ დაბის დასაწყისში ჰავა სამკურნალო თვისებებს კარგავს.

დახურული საავადმყოფოს ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ ახალ კლინიკაში ექიმები ტუბერკულიოზით დაავადებული პაციენტებს ვეღარ უმკურნალებენ და აქ მათ მხოლოდ რეაბილიტაციის კურსის გავლა შეეძლებათ. ახალი კლინიკა მხოლოდ 30 პაციენტს მიიღებს. ზაფხულის პერიოდში აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოს 70-მდე პაციენტი ჰყავდა.

ამ ტერიტორიაზე “ქართული ოცნების” ლიდერის სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები უკვე გამოჩდნენ, მძიმე ტექნიკამ მუშაობა რამდენიმე დღეა დაიწყო. ივანიშვილის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროსთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ივანიშვილმა კლინიკასთან ერთად მიმდებარე კორპუსიც შეიძინა და ხალხს ასახლებენ და სხვა ადგილას გადაჰყავთ.

ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში პირველად ერთი წლის წინ ჩავიდა. ჰავა მოეწონა, ჰაერი შეამოწმა და აქ დასახლება გადაწყვიტა. დაბა აბასთუმანში 400-მდე ოჯახი ცხოვრობს, ყველა მათგანმა წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილისგან საჩუქრად გამათბობელი “კარმა” მიიღო.

დღის ამბები