22 აპრილი 2019,   20:58
ვრცლად
ზუგდიდში რესტორანი „სამეფო“ გაქურდეს - „კურიერის“ ინფორმაციით, წაღებულია 32 ათასი ლარი

ზუგდიდში რესტორანი „სამეფო“ გაქურდეს. „კურიერის“ ინფორმაციით, წაღებულია 32 ათასი ლარი. ქურდობა წუხელ მოხდა. მეპატრონისთვის ქურდობის შესახებ დღეს დილით გახდა ცნობილი.

რესტორნის მფლობელი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. მისმა წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ რესტორანი სანიტარული სამუშაოების ჩატარების მიზნით არის დღეს დაკეტილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქურდობის ფაქტს ადასტურებს. უწყებაში აცხადებენ, რომ საქმე ქურდობის მუხლით არის აღძრული. შემთხვევის ადგილზე კრიმინალური პოლიციაც იმყოფებოდა.

ამ დროისთვის უცნობია, როგორ მოახერხეს რესტორანში მდებარე სეიფიდან ფულის მოპარვა, რადგან შენობის არცერთი შესასვლელი დაზიანებული არ არის.

 

დღის ამბები