27 ივნისი 2019,   02:32
ვრცლად
„ბატონი რომანი ან საქმის კურსში არ არის ან არ უნდა, რომ იყოს, 5 უნივერსიტეტს ჩამოერთვა ავტორიზაცია" - მიხეილ ბატიაშვილი

განათლების მინისტრის გამოსვლა პარლამენტის, თითქმის, ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს. მიხეილ ბატიაშვილს მხოლოდ რამდენიმე დეპუტატი უსმენს. მინისტრს შეკითხვებს ოპოზიციის წარმომადგენლები უსმევენ. ხელისუფლების ოპონენტები დაინტერესდნენ უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის საკითხით.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის თქმით, საკანონმდებლო ორგანოში შევიდა კანონპროქტი, რომლის მიხედვით, 2020 წლის ბოლომდე 39 უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაგრძელებას ითვალისწინებს. ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, აქედან 29-მ ავტორიზაცია უკვე გაიარა. გოცირიძემ განათლების მინისტრს მიმართა და აღნიშნა, რომ სამინისტრომ ეს პროცესი ძალიან გაამარტივა.

რომან გოცირიძე-ის სურათის შედეგი„პარლამენტში შემოვიდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა 39 უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაგრძელებას 2020 წლის ბოლომდე. აქედან უკვე 29-მ გაიარა ავტორიზაცია, დარჩენილია 10. დასაბუთების მოტივი იყო ის, რომ ეს უნივერსიტეტები ამ მძიმე მოთხოვნებს ვერ გაივლიან და, ფაქტობრივად, დაიხურებიან. თქვენ, როგორც ჩანს, იმდენად გაამარტივეთ ეს პროცესი, რომ 39-ვე ყოველგვარი შენიშვნების გარეშე იქნებიან ავტორიზებულები,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

ბრალდებები მიუღებელი აღმოჩნდა მიხეილ ბატიაშვილისთის. განათლების მინისტრმა რომან გოცირიძე არაინფორმირებულობაში დაადანაშაულა.

დაკავშირებული სურათი„ბატონი რომანი ან საქმის კურსში არ არის ან არ უნდა, რომ იყოს. წელს მარტო სექტემბრიდან სექტემბრამდე 5 უნივერსიტეტს ჩამოერთვა ავტორიზაცია, შესაბამისი სტანდარტის დაუკმაყოფილებლობით,“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

 

ბატიაშვილი საკანონმდებლო ორგანოში "ევროპული საქართველოს" მოთხოვნით მივიდა. სესიაზე შეკრებილი დეპუტატების უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს.

მინისტრს საპარლამენტო უმრავლესობიდან მხოლოდ განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და დეპუტატი გუგული მაღრაძე ესწრებიან.

სხდომათა დარბაზში იმყოფება საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დეპუტატი ეკა ბესელიაც.

დღის ამბები