20 ივლისი 2019,   01:36
ვრცლად
ცქიტიშვილი ნადირაშვილი: როგორ აგიხსნათ მარტივად?! სხვა დრო არის საქართველოში, პროკურატურა არ მეკითხება ვის დაკითხავს

ხელისუფლება მცდელობის მიუხედავად ვერ გამიჯნავს ერთმანეთისგან ანაკლიის პორტის საკითხს და TBC ბანკის საქმეს - ეს განცხადება, "ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილმა გააკეთა.

ნადირაშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურის მინისტრი ცდილობს თავი აარიდოს მამუკა ხაზარაძესა და TBC ბანკის საქმეზე საუბარს. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ცქიტიშვილი ცდილობს საქმეები ერთმანეთისგან გამიჯნოს, ინვესტორებისთვის ეს საკითხი ცალ-ცალკე არ განიხილება.

„გინდათ ერთმანეთისგან გამიჯნოთ ანაკლიის პროექტი და TBC ბანკის საქმე. ეს თქვენი სურვილი არის გასაგები, მაგრამ მაინც ძალიან ხელოვნური იყო ჩემი გადასახედიდან, რომ თქვენ არც ერთხელ  TBC ბანკის საქმე, მამუკა ხაზარაძის საქმე არ ახსენეთ თქვენი გამოსვლისას. შეიძლება თქვენ ამას მიჯნავთ მაგრამ თქვენ ხომ იცით, რომ საზოგადოებაში, პოლიტიკაში  ინვესტორებისთვის ეს არის ერთიანი საკითხი,“-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

მაია ცქიტიშვილი პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატის ფარგლებში იმყოფება. მან გამოსვლის დიდი ნაწილი სწორედ ანაკლიის პროექტზე საუბარს და კონსორციუმის გაკრიტიკებას დაუთმო.

მინისტრმა ირმა ნადირაშვილის განცხადებასაც უპასუხა და თქვა, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელებას და TBC ბანკთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას კავშირი არ აქვს. მისივე თქმით, პროკურატურა მას არ უთანხმებს ვის ან როდის დაკითხავს. 

„როგორ აგიხსნათ მარტივად?! სხვა დრო არის საქართველოში. და პროკურატურა მე არ მითანხმებს მიუხედავად  იმისა, რომ პოლიტსაბჭოს წევრიც ვარ და ვიცე პრემიერიც ვარ, რეგიონული განვითარების მინისტრი ვარ, პროკურატურა არ მითანხმებს და მე არ ვეუბნები პროკურატურას. შესაბამისად კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, რომ იყო თუ არა წინასწარი კონსულტაციები ჩემთან ან ნებისმიერ  მინისტრთან იმასთან დაკავშირებით რომ პროკურატურა აპირებს დაუსვას კითხვა მამუკა ხაზარაძეს და შიძლება თუ არა, სხვა დროა დღეს საქართველოში და ასე არ ხდება,“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები