22 აპრილი 2019,   20:19
ვრცლად
შეზღუდვები გზებზე - ზვავსაშიშროების და ცუდი ხილვადობის გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა 

გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გადაადგილება იკრძალება ზვავსაშიშროების, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო. 

მლეთა-გუდაურის  მონაკვეთზე კი მანქანების მოძრაობა გაუჩერებლად გავლის რეჟიმში განხორციელდება, საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. უწყების ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

დღის ამბები