22 აპრილი 2019,   20:03
ვრცლად
სამარცხვინო ინიციატივა, რომელიც აზიანებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს - ქუთელია სესიაშვილის მიერ მომზადებულ პროექტზე 

„ეს არის სამარცხვინო ინიციატივა, ეს აზიანებს სახელმწიფოს დემოკრატიული მართვის პრინციპებს - ეს განცხადება საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა, სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ ირაკლი სესიაშვილის ინიციატივის შეფასებისას გააკეთა.

ბათუ ქუთელიას თქმით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მომზადებული ცვლილებები, დააზიანებს შეიარაღებულ ძალებს და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

Image result for ბათუ ქუთელია„ეს არის სამარცხვინო ინიციატივა, უფრო სიღრმისეულად თუ წავალთ, ეს აზიანებს სახელმწიფოს დემოკრატიული მართვის პრინციპებს, აზიანებს იმ მთავარ ინსტიტუციას, რომელიც ქვეყნის თავდაცვისთვის არის უმნიშვნელოვანესი, ვგულისხმობ შეიარაღებულ ძალებს, ასევე შორსმიმავალ პერსპექტივაში თუ შევხედავთ, ძალიან დიდი ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს,“-განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

ირაკლი სესიაშვილის მიერ მომზადებული პროექტით უქმდება კანონის ის ნორმა, რომლის მიხედვით მღვდელთმსახურები ან სასულიერო სასწავლებელში მყოფი პირები, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ. ცვლილება არ ეხება მართლმადიდებელ სასულიერო პირებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები