27 მაისი 2019,   00:07
ვრცლად
მნიშვნელოვანი
7-დღიანი ძებნის შემდეგ, 26 წლის გიგი გეგეჭკორი ჩამომხრჩვალი იპოვეს

26 წლის გიგი გეგეჭკორი გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა დუშეთის რაიონის სოფელ წითელსოფლის მიმდებარედ, ტყის მასივში თოკით ჩამომხრჩვალი ნახეს.

როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გიგი გეგეჭკორს 7 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ბოლოს იგი დუშეთის მუნიციპალიტეტის წითელსოფელში ნახეს, სადაც მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

„შეტყობინებაში მითითებული იყო, რომ გიგი გეგეჭკორი 9 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, გავიდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში მდებარე სახლიდან, სადაც ის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მიღებული შეტყობინებისთანავე პოლიციამ და სამაშველო სამსახურმა მყისიერად დაიწყეს დაკარგული პირის ძებნის სამუშაოებში. 7-დღიანი ინტენსიური ძებნის შემდეგ, 15 მარტს გიგი გეგეჭკორის ცხედარი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა, დუშეთის რაიონის სოფელ წითელსოფლის მიმდებარედ, ტყის მასივში თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს,“ - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

დღის ამბები