26 მაისი 2019,   23:31
ვრცლად
არ არის სიმართლე, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები არიან - ჩუგოშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგლე სოფელ ხურვალეთში შექმნილ ვითარებას ეხმაურება. თამარ ჩუგოშვილის თქმით, არ დასტურდება ინფორმაცია, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები გადმოვიდნენ.

„ქართული ოცნების“ წევრმა ყველას მოუწოდა, რომ პროვოკაციული ქმედებებისგან თავი შეიკავონ. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ამბობენ, რომ ხურვალეთში საგანგაშო არაფერი ხდება და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

თამარ ჩუგოშვილი-ის სურათის შედეგი„ხურვალეთში არსებულ ვითარებას სრულად აკონტროლებს, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც სრულად მობილიზებულია. არ შეესაბამება სიმართლეს, როგორც უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, იყო გაჟღერებული, თითქოს, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არის გადმოსული რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, რაც არ არის სიმართლე. ამ სიტუაციაში არის საჭირო მაქსიმალური სიფრთხილე. ყველას მოვუწოდებთ, რომ ნებისმიერი პროვოკაციული ქმედებებისგან და განცხადებებისგან თავი შეიკავონ,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივები და სამოქალაქო აქტივისტები ამტკიცებენ, რომ რუსი ოკუპანტები სოფელ ხურვალეთში გამოჩნდნენ და ერთ-ერთი ადგილობრივის ბაღთან ერთად რუსი ოკუპანტების მიერ აშენებულ სათვალთვალო კოშკურამდე მისასვლელი გზაც დაიკავეს.

სამოქალაქო აქტივისტებისა და ადგილობრივებისგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტები არ გადმოსულან.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები