26 მარტი 2019,   14:08
ვრცლად
წისქვილკომბინატ „კარმენის“ თამანშრომლები ხელფასების მატებას და დირექტორის გათავისუფლებას ითხოვენ

წისქვილკომბინატ „კარმენის“ თანამშრომლები უკვე მეორე დღეა, გაფიცულები არიან. დასაქმებულების მთავარ მოთხოვნას ხელფასის მატებასთან ერთად დირექტორის გადადგომა წარმოადგენს.

ისინი აცხადებენ, რომ მინიმალურ ანაზღაურებაზე მუშაობენ და უკვე გაუსაძლის მდგომარეობაში არიან.

ქარხნის ერთ-ერთი მეწილე ამბობს რომ მარნეულში კიდევ უფრო დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ მუშაობენ.

გორში გაფიცულებს დღეს პროფკავშირების გაერთიანება შეუერთდა.

„ჩვეულებრივი შანტაჟი, მუქარა, ზეწოლა დირექტორის, მერაბ დათვიაშვილის მხრიდან მიმდინარეობს დასაქმებულებზე. გუშინ დაფიცვის პერიოდში რვა ადამიანი გაათავისუფლა სამსახურიდან, 13 ადამიანს გამოუცხადა სასტიკი საყვედური. აღმოჩნდა, რომ გათავისუფლებული ადამიანებიდან ერთ-ერთი საერთოდ შვებულებაში იმყოფებოდა... დასაქმებულების მოთხოვნას გარდა ხელფასების მატებისა დაემატა კიდევ ერთი - დირექტორის გადადგომა,“ - ამბობს აქციის მონაწილე.

დღის ამბები