26 მარტი 2019,   13:53
ვრცლად
განგაშის საფუძველი არ არსებობს - თამარ ხულორდავა ხურვალეთში შექმნილ ვითარებას ეხმაურება

„ინფორმაცია, რომელიც ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების გადმოსვლა მოხდა, არ დასტურდება,“ - ეს განცხადება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მედიასთან საუბრისას გააკეთა.

„ქართული ოცნების“ წევრის თქმით, ეს თემა ძალიან საფრთხილო და საპასუხისმგებლოა, ამიტომ ნებისმიერი სპეკულაცია დაუშვებელია.

თამარ ხულორდავა-ის სურათის შედეგი„ნამდვილად არ არსებობს განგაშის საფუძველი და პირველ რიგში, ეს არის სათქმელი ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს არის უაღრესად საფრთხილო, ძალიან საპასუხისმგებლო საკითხი, თემა. ამასთან დაკავშირებით ყოველგვარი სპეკულაცია არის აბსოლუტურად დაუშვებელი,“ - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ადგილობრივები და სამოქალაქო აქტივისტები ამტკიცებენ, რომ რუსი ოკუპანტები სოფელ ხურვალეთში გამოჩნდნენ და ერთ-ერთი ადგილობრივის ბაღთან ერთად რუსი ოკუპანტების მიერ აშენებულ სათვალთვალო კოშკურამდე მისასვლელი გზაც დაიკავეს.

სამოქალაქო აქტივისტებისა და ადგილობრივებისგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტები არ გადმოსულან.

ამავე თემაზე
დღის ამბები