26 მაისი 2019,   23:02
ვრცლად
რეიდის შედეგად დახლებიდან ცხენის ხორცი ამოიღეს - ხორცით მოვაჭრეების ნაწილს მუშაობა აუკრძალეს 

თბილისის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიზე ხორცით მოვაჭრეების ნაწილს მუშაობა აუკრძალეს. რეიდის შედეგად დახლებიდან ისევ ცხენის ხორცია ამოღებული, ასევე დიდია იმ პროდუქტის რაოდენობა, რომლის წარმომავლობა კითხვის ნიშნებს აჩენს.

განადგურებულია ნახევარი ტონა ხორცი, რომელიც სავაჭრო ობიექტებში, ანტისანიტარიაში, ღია ცის ქვეშ იყიდებოდა.

ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორია არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც გასაყიდად გამზადებული ხორცი სტანდარტებს და შენახვის პირობებს ვერ აკმაყოფილებს.

კანონის დარღვევით პროდუქტი დედაქალაქის არაერთ ბაზარში იყიდება. კანონის დარღვევით იყიდება ხორცი ნავთლუღის ბაზარშიც. აქ მოვაჭრეებს საბუთები აქვთ, თუმცა პროდუქტს არაჰიგიენურ პირობებში ყიდიან.

დადასტურებულია, რომ ცხენის ხორცის ნაწილი საქართველოში უკრაინიდან შემოაქვთ, თუმცა ბაზარზე საქონლის ხორცად ასაღებენ.

თბილისის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე მერიის ზედამხედველობის სამსახური პატრულირებს.

ოფიციალური მონაცემებით გასულ წელს სახელმწიფო ბაღებში ცხენის ხორცის გამოვლენის 4 შემთხვევა დაფიქსირდა. რის გამოც საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვებით მომარაგების საკითხი კიდევ უფრო გამკაცრდა.

დღის ამბები