26 მაისი 2019,   23:11
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა თაობამ" ატოცში საპროტესტო აქცია გამართა

სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა თაობამ" საპროტესტო აქცია გამართა. აქცია  უკრაინის მაიდნის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას და არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვიდან ერთი წლისთავს მიეძღვნა. 

აქციის მონაწილეებმა ოკუპაციის ფაქტი კიდევ ერთხელ დაგმეს. მათ გაიხსენეს საქართველოს და უკრაინის ერთიანობისთვის დაღუპული გმირები და "ანტისაოკუპაციო მოძრაობას" მხარდაჭერა გამოუცხადეს.

„დღეს არის არჩილ ტატუნაშვილის გატაცების დღე. ხვალ 23 თებერვალს მისი მკვლელობის დღე არის და, შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ აქ ყოფნით იმას, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის,“- განაცხადა ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას" დამფუძნებელმა, დავით ქაცარავამ.

დღის ამბები