26 მარტი 2019,   14:01
ვრცლად
მსჯავრდებულ დეკანოზ მამალაძეს გლდანის ციხეში აბრუნებენ

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზს გლდანის ციხეში აბრუნებენ. ღუდუშაურის კლინიკასთან, სადაც მამა გიორგი მამალაძე რამდენიმე დღის წინ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიყვანეს, მობილიზებულია სასჯელაღსრულების სპეციალური ავტომობილი, რომლითაც დეკანოზს გადაიყვანენ.

კლინიკასთან იმყოფებიან დეკანოზის ადვოკატები და ოჯახის წევრები. მამა გიორგი მამალაძის ძმის თქმით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მისი საპატიმროში გადაყვანა დაუშვებელია. თორნიკე მამალაძის შეფასებით, მამა გიორგი მამალაძის საკანში დაბრუნება მისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანას ნიშნავს.

დეკანოზის ძმა ამბობს, რომ მას, ადვოკატებსა და სახალხო დამცველის წარმომადგენელს მამა გიორგი მამალაძესთან შესვლის უფლებას არ აძლევენ. საავადმყოფოს ეზოში ჟურნალისტებსაც არ უშვებენ.

თორნიკე მამალაძის თქმით, მას და ადვოკატს ინფორმაცია არ ჰქონდათ, რომ ციხეში დეკანოზის გადაყვანა იგეგმებოდა.

„ჩემს ძმას სასჯელაღსრულებამ, პრაქტიკულად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. გუშინ ექიმმა მითხრა, რომ ჩემი ძმის გადაყვანა საპყრობილეში არ შეიძლებოდა, მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე. ის არის პარალიზებული. ოჯახი და ადვოკატები ინფორმაციის სრულ ვაკუუმში ვართ. ინსულტი გამორიცხეს, მაგრამ როდესაც ადვოკატმა დაუსვა, არის თუ არა ეს ტრანზიტული ინსულტი, ექიმმა არც დაადასტურა და არც უარყო. ეს ნიშნავს, რომ ჩემს აქვს გადატანილი ინსულტი. მდგომარეობაა რის რთული. მას საუბრის საშუალებაც არ შეუძლია. რთულად საუბრობს,“- განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები