27 მაისი 2019,   06:58
ვრცლად
მნიშვნელოვანი
ჩაშლილი შეთანხმება "ცენტრ პოინტსა" და m2-ს შორის - გუკა რჩეულიშვილი ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს

"ცენტრ პოინტსა" და m2-ის გარიგება ჩაიშალა. დეველოპერული კომპანიის დამფუძნებელი ხელისუფლებას ადანაშაულებს და ულტიმატუმს უყენებს. ვის გამო დარჩა „ცენტრ პოინტის“ ათასობით მობინადრე კუთვნილი ფართების გარეშე, გუკა რჩეულიშვილი გვარებს ერთ კვირაში დაასახელებს.

„ცენტრ პოინტის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ის ხელისუფლებამ მოატყუა, პირობები არ შეასრულა, რის გამოც „ცენტრ პოინტმა“ შეჩერებული მშენებლობების გაგრძელება ვერ შეძლო.

რჩეულიშვილის თქმით, მას ჰყავს ინვესტორი, რომელიც ყოველგვარი დამატებითი პირობების გარეშე დაასრულებს „ცენტრ პოინტის“ შენობებს. ერთ-ერთი ბიზნესმენი მზად არის ნონეშვილის ქუჩაზე დაუსრულებელი კორპუსი კოეფიციენტის გაზრდის მოთხოვნის გარეშე გადაიბაროს და დაასრულოს.

ამ პროექტით მანამდე m2​-იც იყო დაინტერესებული, თუმცა მერიამ კომპანიას გაჩერებული მშენებლობის გაგრძელების საკომპენსაციოდ, დაგეგმილზე უფრო მაღალი კორპუსის აშენების უფლება არ მისცა, რის გამოც გარიგება ჩაიშალა.

შესაძლო ახალ სცენარზე კომენტარს არ აკეთებენ თბილისის მერიაში. ჯერ უცნობია, მისცემენ თუ არა გუკა რჩეულიშვილს ახალი ინვესტორის ჩართვის საშუალებას. 

დღის ამბები