27 მაისი 2019,   00:19
ვრცლად
მნიშვნელოვანი
„თუკი კლანი არ მოშორდა მმართველ რგოლს, კანონზე ლაპარაკს აზრი არ გააჩნია" - მშვენიერაძე

„სასამართლო სისტემაში თუკი კლანი არ მოშორდა მმართველ რგოლს, აზრი არ გააჩნია არანაირ კანონზე ლაპარაკს,“ - ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ სასამართლო სისტემის შესახებ გააკეთა.

გაფართოებული დახურული შეხვედრა, სადაც მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის წესებთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებით მსჯელობდნენ, ცოტა ხნის წინ დასრულდა.

შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე, მოსამართლეები, არასამთავრობო სექტორის წევრები, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ესწრებოდნენ.

„სასამართლო სისტემაში, თუკი კლანი არ მოშორდა მმართველ რგოლს, აზრი არ გააჩნია არანაირ კანონზე ლაპარაკს. მარგამ ამავდროულად დღეს, რაზეც ვისაუბრეთ, ეს კანონპროექტი, რისი პრეზენტაციაც ვნახეთ, არის ჩვეულებრივად მანტიის მოზომება იმ 10 მოსამართლეობის კანდიდატისთვის, რომელიც ერთხელ უკვე იყო ნომინირებული,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ. 

დღის ამბები