26 მარტი 2019,   14:49
ვრცლად
ვინ დაუჭირა ბესელიას კანონპროექტს მხარი და ვინ იყო წინააღმდეგი - კენჭისყრის შედეგები

9 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ჩავარდა. პლენარულ სხდომაზე მოსამართლეთა უვადოდ გამწესების 2024 წლამდე გადადებას 45-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ხოლო 17 წინააღმდეგ წავიდა. კვორუმისთვის კი 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.

ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ წარდგენილ კანონპროექტს „ევროპული საქართველოს“ 15-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი - ირაკლი აბესაძე, დავით ბაქრაძე, აკაკი ბობოხიძე, გიგა ბოკერია, ელენე ხოშტარია, ირმა ნადირაშვილი, სერგო რატიანი, გიორგი ტუღუში, ლელა ქებურია, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, გიორგი კანდელაკი, ლაშა დამენია, თენგიზ გუნავა, ზაზა კედელაშვილი,

კანონპროექტმა „ნაციონალური მოძრაობის“ 5 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო - თინა ბოკუჩავა, ნიკა მელია, რამაზ ნიკოლაიშვილი, სალომე სამადაშვილი, რომან გოცირიძე.

კანონპროექტს „პატრიოტთა ალიანსის“ 6-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი - გელა მიქაძე, ნატო ჩხეიძე, დავით ჭიჭინაძე, ირმა ინაშვილი, ემზარ კვიციანი, გიორგი ლომია.

ეკა ბესელიას ინიციატივა გაიზიარა ასევე ფრაქციის გარეშე დარჩენილმა 2-მა დეპუტატმა - აზერ სულეიმანოვი, რევაზ არველაძე.

ბესელიას და მისი თანამოაზრეების კანონპროექტს მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ 17-მა დეპუტატმა -  ეკა ბესელია, გიორგი მოსიძე, კობა ნარჩემაშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, ზაზა პაპუაშვილი, რუსლან პოღოსიანი, გია ჟორჟოლიანი, გედევან ფოფხაძე, ნუკრი ქანთარია, ოთარ ჩრდილელი, მირიან წიკლაური, ბიძინა გეგიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, ლევან კობერიძე, გენადი მარგველაშვილი.

კენჭისყრაში საერთოდ მონაწილეობა არ მიიღო მამუკა მდინარაძემ, გუგული მაღრაძემ, ენძელა მაჭავარიანმა, გიორგი ვოლსკიმ, ბიძინა ივანიშვილის მეგობარმა დეპუტატებმა, გივი ჭიჭინაძემ და ერეკლე ტრიპოლსკიმ.

კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა სოფო კილაძემ, ირაკლი კობახიძემ, ვანო ზარდიაშვილმა, ანრი ოხანაშვილმა, ირინა ფრუიძემ, ნინო წილოსანმა, თამარ ხულორდავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები