26 მარტი 2019,   14:41
ვრცლად
არ მიმაჩნია, რომ 9, 10 თუ 5 ადამიანის გუნდიდან გასვლა რყევად შეიძლება შეფასდეს - გიორგი ვოლსკი

„არ მიმაჩნია, რომ გუნდში რყევა ან გუნდში 9, 10 თუ 5 ადამიანის გუნდიდან გასვლა რაიმე მართლა რყევად შეიძლება შეფასდეს,“ - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ უმრავლესობის შესაძლო დატოვების შესახებ გააკეთა.

ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. საკანონმდებლო ინიციატივას მხარი 45 კანონმდებელმა დაუჭირა, 17 წინააღმდეგი წავიდა, შესაბამისად, კვორუმი არ შედგა. კანონპროექტს პირველი მოსმენით მიღებისთვის 76 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა.

დატოვებს თუ არა ეკა ბესელია გუნდს, დეპუტატი ხვალ 12:00 საათზე გააკეთებს საგანგებო განცხადებას.

„ეს არის ინდიკატორი და აჩვენებს, რომ დამოკიდებულებები დაძაბულობა, გაცილებით უფრო მძიმეა და უფრო მკვეთრია, ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით გეჩვენოს. არ შეიძლება, რომ იმ ადამიანებმა, ვინც შემოგვთავაზეს ეს კანონპროექტები, არ იცოდნენ მისი შეუსაბამობის შესახებ გარკვეულ თემებთან მიმართებაში. არ მიმაჩნია, რომ გუნდში რყევა ან გუნდში 9, 10 თუ 5 ადამიანის გუნდიდან გასვლა რაიმე მართლა რყევად შეიძლება შეფასდეს. მთავარი, ჩემი ფიქრი საითაც მიმართულია და დარდი იმისკენ, რომ ამ რყევამ არასწორი ინფორმაციის საფუძველზე არ გადაინაცვლოს საზოგადოებაში,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ამავე თემაზე
დღის ამბები