26 მაისი 2019,   23:02
ვრცლად
მინდა, ბოდიში მოგიხადოთ ირაკლი კობახიძის ნაცვლად - ეკა ბესელია

მე მინდა, ქალბატონებო და ბატონებო, ყველას, ვინც იბრძოდით და დღესაც იბრძვით, იმ იდეალებისთვის, რითიც პირველი ოქტომბერი მოვიდა ამ ქვეყანაში, მადლობა გითხრათ და ბოდიში მოგიხადოთ ირაკლი კობახიძის ნაცვლად - ეს გაცხადება ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

ეკა ბესელიამ ყველა მის კოლეგას, პარლამენტის თავმჯდომარის ნაცვლად ბოდიშის უხდის, რომელმაც ისინი "ნაციონალურ მოძრაობასთან" კონსენსუსში დაადანაშაულა. მისი თქმით, ირაკლი კობახიძის გამოსვლა მისი კოლეგების შეურაცხყოფა იყო. 

„კოლეგებო, მე გთხოვთ ყველას, ეს დარჩენილი 10 წუთი, რომლითაც, ალბათ, ბოლოჯერ მიწევს უმრავლესობის სახელით გამოსვლა ამ ტრიბუნიდან, მე გთხოვთ ყველამ მოისმინოთ, ახლა რისი თქმაც მინდა. მე მინდა, დავიწყო იმით, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ დაასრულა თავისი გამოსვლა. მისი გამოსვლის ბოლო წინადადება განსაკუთრებით, პირველ რიგში, იყო შეურაცხყოფა ჩვენი იმ კოლეგების მიმართ, რომლებსაც განსაკუთრებით მინდა, მათ მოვეფერო და განსაკუთრებით მადლობა ვუთხრა, რომლებიც დაადანაშაულა იმ პოლიტიკურ ძალასთან ალიანსში, რომელსაც რეალურად თავად იცავს მთელი ამ ხნის განმავლობაში. მე მინდა, ქალბატონებო და ბატონებო, ყველას ვინც იბრძოდით და დღესაც იბრძვით, იმ იდეალებისთვის, რითიც პირველი ოქტომბერი მოვიდა ამ ქვეყანაში,  მადლობა გითხრათ და ბოდიში მოგიხადოთ ირაკლი კობახიძის ნაცვლად იმ სიტყვების გამო, რითიც  მან დაასრულა ამ ტრიბუნასთან გამოსვლა. ყველას მინდა, მადლობა გადაგიხადოთ განსაკუთრებული მადლობა იმიტომ, რომ დღეს თურმე, ამ გადაწყვეტილებისთვის ხმის მიცემა არის ტოლფასი, ვიქნებით თუ არ ვიქნებით ერთად,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიამ პარლამენტში მის მიერ ინიცირებულ კანონოპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას გულისხმობს. 

„ეს არის მხოლოდ ერთი პატარა ნაბიჯი და ამ პატარა ნაბიჯის გადადგმა გვიჭირს, მე არ მიკვირს ეს იმ ადამიანებისგან, ვინც  მეორე მხარეს იდგა წლების განმავლობაში, დიახ, ეს პრობლემაა, მაგრამ მე მიკვირს ეს იმ ადამიანებისგან, ვისაც არასდროს არ შეშინებია და არასდროს არ დაუხევია უკან. ეს პრობლემებს ყველას ვერ გადაჭრის, ეს არის პოლიტიკური პროცესი,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები