20 ოქტომბერი 2019,   22:40
ვრცლად
პარიზში ვინსენტ ვან გოგის შედევრები ციფრულ ფორმატში გააცოცხლეს

პარიზში ვინსენტ ვან გოგის შედევრები ციფრულ ფორმატში გააცოცხლეს. პროექტი "ატელიე დე ლუმიერის" საგამოფენო ცენტრისთვის რიგით მეორეა.

დარბაზში კედლებზეც და იატაკზეც ვან გოგის ნახატები პროექციის საშუალებითაა გამოსახული. ნახატები პერიოდულად იცვლება, რაც სანახაობას ეფექტურს ხდის.

მსგავსი გამოფენა პარიზში შარშანაც მოეწყო და მაშინ პროექტი გუსტავ კლიმტის შემოქმედებას დაეთმო.

დღის ამბები