26 მარტი 2019,   14:10
ვრცლად
ამერიკელი მეზღვაურისა და მედდის კოცნის ცნობილი ქანდაკება დააზიანეს

დაუდგენელმა პირებმა ამერიკელი მეზღვაურისა და მედდის კოცნის ცნობილი ქანდაკება დააზიანეს. მათ ქალის ფეხზე ჰოლივუდში ქალთა ძალადობის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის მთავარი სლოგანი - ”მეც” დაწერეს.

ქანდაკება ქალაქ სარასოტაში მეორე მსოფლიო ომიდან დაბრუნებული ვეტერანის და მისი შეყვარებულის ცნობილი ფოტოსურათის მიხედვით შეიქმნა. ფოტოზე ასახული მამაკაცი ჯორჯ მენდოზა იყო. ის ორი დღის წინ 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დაზიანებულ ქანდაკებას უკვე რეაბილიტაცია უტარდება.

დღის ამბები