26 მაისი 2019,   23:08
ვრცლად
"იუსტიციის საბჭოს მხრიდან იქნება სწორი, თუ ისინი იტყვიან, რომ უვადოდ დანიშვნის პროცესს შეაჩერებენ" - ჩუგოშვილი

"იუსტიციის საბჭოს მხრიდან იქნება სწორი და მართებული, თუ ისინი იტყვიან, რომ უვადოდ დანიშვნის პროცესს შეაჩერებენ," - ეს განცხადება ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას გააკეთა. ინიციატივა დეპუტატ ეკა ბესელიას და მის თანამოაზრეებს ეკუთვნით. 

თამარ ჩუგოშვილის აზრით, მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მიიღოს და მან თავად უნდა შეაჩეროს ეს პროცესს. 

„იმისთვის, რომ მანამდე ამ რამდენიმეთვიან პერიოდში დამატებითი გართულებები არ მოყვეს და არ მოხდეს, ამისთვის, მე ვფიქრობ, რომ იუსტიციის საბჭოს მხრიდან იქნება სწორი და მართებული, თუ ისინი იტყვიან, რომ უვადოდ დანიშვნის პროცესს შეაჩერებენ, თუკი მოსამართლეებს არ გასდით სამწლიანი გამოსაცდელი პერიოდი და დაელოდებიან პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს და მხოლოდ ამის შემდგომ გააგრძელებენ დანიშვნების პროცესს. ეს ჩააყენებდა მთლიანად ამ სიტუაციას კალაპოტში,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები