22 თებერვალი 2019,   02:33
ვრცლად
„ის ცვლილებები, რაც განათლების სისტემაში ხდება, არ ემსახურება განათლების ხარისხის გაუმჯობესებას,“ - რომან გოცირიძე

„ის ცვლილებები, რაც განათლების სისტემაში ხდება, არ ემსახურება განათლების ხარისხის გაუმჯობესებას,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის შესახებ გააკეთა.

რომან გოცირიძე ქვეყანაში განათლების ხარისხის გაუარესებაზე საუბრობს. კანონპროექტს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს. 

„ის ცვლილებები, რაც განათლების სისტემაში ხდება, არ ემსახურება განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, პირიქით, ხდება განათლების სისტემის მოშლა. უკვე მიმდინარეობს ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით მოთხოვნების შემცირება. პირველი იყო გაუქმება მასწავლებლების საატესტაციო გამოცდებისა, შემდეგ უკვე გამოცდების გაუქმება სკოლაში, ახლა უკვე მისაღები გამოცდებს აუქმებენ უნარ-ჩვევების მიმართულებით. ამავე დროს, მიმდინარეობს უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის უკიდურესად გამარტივება. ყველა თავისუფლად ამ პროცესში დაკმაყოფილება ხდება და ჩვენ ვხედავთ, რომ მთავრობის პოლიტიკა ამ მიმართულებით აბსოლუტურად არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ეს კიდევ უფრო აუარესებს ქვეყანაში განათლების ხარისხს,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სკოლებში CAT-ის გამოცდები და ასევე უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდებიდან უნარების გამოცდა უქმდება. 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი. 

 
დღის ამბები