22 თებერვალი 2019,   02:00
ვრცლად
გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან მიხეილ ბატიაშვილი - ოპოზიცია განათლების სისტემაში ძირეული ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს

გაერთიანებული ოპოზიცია ია კერზაიას საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს. მოძრაობის წევრების განცხადებით, განათლების სისტემა მთლიანად პოლიტიზირებულია, რაც ძირეული ცვლილებების საბაბს იძლევა.

ოპოზიცია განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის გადადგომას ითხოვს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნინო კვიტაშვილი ასევე, შესაბამის უწყებებს საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწოდებს.

„მინისტრმა ბატიაშილმა ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც გაამყარებდა მის მოსაზრებებს. გამოვლენილი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მოვითხოვთ; პირველი - გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან მიხეილ ბატიაშვილი. შესაბამისმა უწყებებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება, გამოიკვლიონ საქმესთან დაკავშირებული და გაატარონ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები ამ პროცესის, როგორც დამკვეთების, ისე შემსრულებელთა მიმართ,“  - განაცხადა კვიტაშვილმა.

დღის ამბები