22 თებერვალი 2019,   01:46
ვრცლად
43 წლის ქალის დანით დაჭრაში ბრალდებული სავარაუდოდ, მისი ყოფილი მეუღლეა

თბილისში 43 წლის ქალი დანით დაჭრეს. შემთხვევა ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, ერთ-ერთ ავტოსადგომზე მოხდა. გავრცელებული ვერსიით, ქალი მისმა ყოფილმა მეუღლემ დაჭრა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

როგორც თვითმხილველი ამბობს, ქალს მამაკაცმა ჭრილობა ზურგის არეში ცივი იარაღით მიაყენა.

პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე მარინა გელანტია ამბობს, ქალს ერთი ჭრილობა ზურგში, ნეკნების არეში ჰქონდა მიყენებული.

„სასწრაფო დახმარების ბრიგადის მერ შემოყვანილ 43 წლის ქალბატონს აღენიშნებოდა ზურგის არეში მესამე ნეკნის საპროექციო არეში დანით მიყენებული ჭრილობა, პაციენტის მდგომაროება დამაკმაყოფილებელია მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“-ამბობს გელანტია.

დამანშავის ადგილსამყოფელი ამ დრომდე დადგენილი არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დღის ამბები