17 ივლისი 2019,   13:13
ვრცლად
საპენსიო რეფორმა და ოპოზიციის მწვავე კრიტიკა - ფინანსთა მინისტრის მოადგილე ოპონენტებს პასუხობს

საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას ფინანსთა მინისტრის მოადგილე პასუხობს. საპარლამენტო უმცირესობა თვლის, რომ რეფორმა ვერ უზრუნველყოფს მთავარ მიზანს, მოქალაქეებისათვის ღირსეულ სიბერეს. კითხვებს აჩენს ის გარემოებაც, რომ ამ დრომდე არაა დაკომპლექტებული საპენსიო ფონდის საინვესტიციო საბჭო და შესაბამისად ვერ ხერხდება მოსახლეობიდან უკვე ამოღებული თანხების დაბანდება.

გიორგი კაკაურიძე კი აცხადებს, რომ მანამ, სანამ ფონდში გარკვეული თანხების მობილიზება არ მოხდება, გარკვეულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება ნაადრევია.

„სანამ არ იქნება გარკვეული თანხა აკუმულირებული საპენსიო აქტივების სახით, მანამდე თანხის ხდა საინვესტიციო პოლიტიკაში, რომ სად უნდა წავიდეს ეს თანხა ნამდვილად არამიზანშეწონილი იქნებოდა. წელს პირველი წელია. დაახლოებით წლის შუა პერიოდისთვის იქნება გარკვეული თანხა მობილიზებული უკვე, რომლის განთავსება რაღაც მიმართულებებით იქნება შესაძლებელი, წლის შუა პერიოდისთვის მე დარწმუნებული ვარ საპენსიო სააგენტოს შესაბამისი საბჭოს მეშვეობით უზრუნველყოფს იმ პირების შერჩევას, ვინც უნდა უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღება. მიმართულებები გაწერილია კანონში რა მიმართულებით შეიძლება იყოს დაბანდებული ეს ფული, რაც შეეხება ვინ უნდა მართოს ამას შეარჩევს საპენსიო სააგენტო,“ - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

დღის ამბები